თავში

კობახიძე: ხვალ ოპოზიციასთან ოლქების საზღვრებს განვიხილავთ

კობახიძე: ხვალ ოპოზიციასთან ოლქების საზღვრებს განვიხილავთ
კობახიძე: ხვალ ოპოზიციასთან ოლქების საზღვრებს განვიხილავთ

ხვალინდელ დღეს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ დავსხდეთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად და განვსაზღვროთ ოლქების საზღვრები,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, სასურველია, რომ ეს საზღვრები უკვე აისახოს იმ პროექტში, რომელიც იქნება ოთხშაბათამდე ინიცირებული.

"რაც შეეხება საზღვრების გადანაწილებას, სასურველია, რომ ეს საზღვრები უკვე აისახოს იმ პროექტში, რომელიც იქნება ოთხშაბათამდე ინიცირებული. შესაბამისად, ჩვენ ალბათ, ხვალინდელ დღეს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ დავსხდეთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად და განვსაზღვროთ ოლქების საზღვრები. ეს არის არსებითად ტექნიკური საკითხი, დიდი ლავირების საშუალებას არ ტოვებს ის პრინციპი, რომელზეც შევჯერდით, საუბარია ევროსაბჭოს რეკომენდაციაზე, დაცული უნდა იყოს თანაბრობის პრინციპი. გასავლელია თითოეული ოლქის საზღვრები და ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, შესაბამისად, ოთხშაბათისთვის აისახება შესაბამისი საზღვრები კანონპროექტში",-აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება პატიმრების გათავისუფლების საკითხს, გუშინდელი შეთანხმების ნაწილში, კობახიძე ამბობს, რომ არსებობს შეთანხმება, რომ არავის მხრიდან არ იქნება გამოყენებული ეს საკითხი პოლიტიკური მიზნებისათვის.

"ჩვენ გვაქვს ზოგადი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ არავის მხრიდან არ იქნება გამოყენებული ეს საკითხი პოლიტიკური მიზნებისათვის. როგორც გრძელდებოდა პროცესები საქართველოში სამართლებრივი, სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად, ასევე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესები. საქართველოში არიან დამოუკიდებელი ორგანოები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები გამოძიებაზე და სასჯელის შეფარდებაზე, შესაბამისად უნდა გაგრძელდეს პროცესები",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, 8 მარტს გამართულ შეხვედრაზე, ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე და ერთპროცენტიან ბარიერზე შეთანხმდა. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია მთავრობის ერთპარტიულ დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.

აღნიშნულზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ხელი ორმხრივად მოეწერა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system