თავში

ბაჩუკი ქარდავა დაფინანსების მოთხოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ბაჩუკი ქარდავა დაფინანსების მოთხოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას
ბაჩუკი ქარდავა დაფინანსების მოთხოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ,რომ თითქოს მან პარლამენტისგან დაფინანსება მოითხოვა, უარყოფს.

როგორც მან report.ge-ს განუცხადა, დაფინანსება არავისგან მოუთხოვია, თუმცა თუ საკანონმდებლო ორგანოდან თანხას ჩაურიცხავენ, ამ ფულით საწვიმარს იყიდის წარწერით "ძირს ბიძინა ივანიშვილი"

"ვერ დაგიდასტურებთ, არანაირი ხელფასი არ მომითხოვია. ის რომ შეიძლება რეკვიზიტები მიაწოდა პარტიამ და დეკლარაციასთან დაკავშირებით რაღაც საბუთები, ეს კანონიერი მოთხოვნაა და რაც შეეხება ხელფასს, არ მომითხოვია და თუ ჩამირიცხავენ, შემიძლია გაგიმხილოთ, რომ სააზაფხულო აქციებისთვის შეკვეთილი მაქვს საწვიმარები "ძირს ბიძინა ივანიშვილი" და იმას აუცილებლად ვიყიდი, თუ არ ჩამირიცხეს ჩემი ფულით ვიყიდი",-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ report.ge-თან საუბარში.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციური დეპუტატების ნაწილს პარლამენტში შესვლა სურთ და მათ ანაზღაურების ჩარიცხვა მოითხოვეს.

კობახიძეს კონკრეტული დეპუტატების სახელები და გვარები არ დაუსახელებია, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩუკი ქარდავა იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system