თავში

"ბადრი ესებუა ვერა, მაგრამ თინა ბოკუჩავა ჩაანაცვლა" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ბადრი ესებუა ვერა, მაგრამ თინა ბოკუჩავა ჩაანაცვლა" - თამარ ჩერგოლეიშვილი
ბადრი ესებუა ვერა, მაგრამ თინა ბოკუჩავა ჩაანაცვლა - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ბადრი ესებუა ვერა, მაგრამ თინა ბოკუჩავა ჩაანაცვლა და "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება ფოთში.

რელევანტურად დარჩენის სასოწარკვეთილი გზაა.

ვწუხვარ, რომ მაინც და მაინც ეს ადამიანი განასახიერებს ყველაფერს, რის გამოც ნორმალურ, წესიერ ადამიანს, შეიძლება პოლიტიკა უპრინციპო და ფლიდი ადამიანების ბინძურ საქმედ მიაჩნდეს", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ფოთის მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system