თავში

ბადრი ჯაფარიძე: ჩვენსა და აფხაზებს შორის შერიგების პროცესი უნდა დაჩქარდეს

ბადრი ჯაფარიუნდა დაჩქარდეს
ბადრი ჯაფარიძე: ჩვენსა და აფხაზებს შორის შერიგების პროცესი უნდა დაჩქარდეს

სოხუმის დაცემიდან 27 წლისთავთან დაკავშირებით, პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 

“უნდა ვეძებოთ გზები, რომ შერიგების პროცესი აფხაზებსა და ჩვენს შორის, დაჩქარდეს. ეს დღე თითოეული ქართველისთვის ტრაგიკულია და ამავდროულად ქვეყანამ ამ დღეს შეიძინა გმირები. ნებისმიერი ადამიანისთვის საკუთარი სამშობლოსთვის თავგანწირვა არის ბედნიერება. ამავდროულად ჩვენ დღეს უნდა ვიფიქროთ როგორ დავძრათ პროცესი, ვგულისხმობ შერიგების პროცესის დაძვრას, აფხაზ ძმებსა და ჩვენს შორის. შემდგომ კი უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ მოვიშუშოთ ეს ტკივილი", - განაცხადა პარტიის გენერალუმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system