თავში

ბადრი ჯაფარიძე მელიასთან რუსთავის ციხეში მივიდა

ბადრი ჯაფარიძე მელიასთან რუსთავის ციხეში მივიდა
ბადრი ჯაფარიძე მელიასთან რუსთავის ციხეში მივიდა

პარტია "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ნიკა მელიასთან შესახვედრად, მივიდა.

ჯაფარიძის თქმით, მან  ენმ-ის ლიდერს შარლ მიშელის პოზიციები უნდა გააცნოს.

"მელიას გამოსვლა აუცილებელია პოლიიტკური კრიზისიდან გამოსვლისათვის. მის გარეშე მომზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, შეუძლებელია. მინდა რომ მას ვესაუბრო ამ ვითარებაზე. მისი პოზიცია ჩვენთვის ცნობილია და მე მინდა მას ვუთხრა ჩვენი პოზიციაც, რატომ ვთვლით, რომ ის სწრაფად უნდა გამოვიდეს. ეს სჭირდება ვითარების სტაბილიაციას," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ აცხადებს, რომ ის თავს მოტყუებულად გრძნობს და გირაოს გადახდის წინააღმდეგია.

19 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის სკანდალური გადაწყვეტილება მიიღოს და გიორგი რურუა საკუთარი პირობებით შეიწყალოს.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

დღეს დოკუმენტზე ხელმოწერა დააფიქსირა დამატებით კიდევ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა.

18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system