თავში

ბადრი ჯაფარიძე: პრემიერს ამნეზია აქვს

ბადრი ჯაფარიძე: პრემიერს ამნეზია აქვს
ბადრი ჯაფარიძე: პრემიერს ამნეზია აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ 2019 წლის 20 ივნისის გარკვეული მოვლენები არ ახსოვს, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ეხმაურება და პრემიერ-მინისტრის მდგომარეობას ამნეზიას უწოდებს.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, 20 ივნისი არის დღე, რომელიც ყველა ქართველს ემახსოვრება.

„ თუ 20 ივნისს მომხდარი მოვლენები პრემიერ-მინისტრს არ ახსოვს, მას ნამდვილად ამნეზიის პრობლემა აქვს და გარკვეულ ჩარევას მოითხოვს.

ისიც გასარკვევია, გამოიყენა თუ არა პოლიციამ პროპორციული ძალა, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ნამდვილად იყო არაპროპორციული ძალის გამოყენება,“-განაცადა ბადრი ჯაფარიძემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა მოლოდინი იმის შესახებ, რომ გამოძიება სრულფასოვნად იქნება ჩატარებული - "ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის თქმით, პოლიტიზებული პროკურატურის სასამართლო პირობებში სამართლიან გამოძიებას არ უნდა ველოდოთ.

„ ჩვენ ობიექტური გამოძიების იმედი პოლიტიზებული პროკურატურის პირობებში არ გვაქვს. თუმცა, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, მაშინ აუცილებლად დასრულდება ობიექტურად ამ ფაქტების გამოძიება. დადგინდება, ვინ ჩაიდინა დანაშაული და ვინ იდგა ამ ქმედების უკან“,-განმარტა ბადრი ჯაფარიძემ და საუბრისას განაცხადა, რომ „გავრილოვის ღამეს“ ახალგაზრდების მიერ საპროტესტო აქციის მოწყობა დემოკრატიისკენ მიმავალი გზაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system