თავში

ბაქრაძე: ორ საკითხზე შეთანხმების რესურსი არ ჩანს

ბაქრაძე: ორ საკითხზე შეთანხმების რესურსი არ ჩანს
ბაქრაძე: ორ საკითხზე შეთანხმების რესურსი არ ჩანს

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ არის საკითხები, რომლებზეც მხარეებს შორის პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავდება და შეთანხმების რესურსი არ ჩანს.

,,მოლაპარაკებაზე არის 4 ძირითადი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის, პირველი საკითხი - რიგგარეშე არჩევნები, მეორე- პოლიტპატიმრების საკითხი, მესამე საკითხი - საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილებები და მეოთხე - საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც განაპირობებს საარჩევნო გარემოს შეცვლას. პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით ფუნდამენტური სხვაობაა მხარეებს შორის და შეთანხმების რესურსი არ ჩანს, ,,ევროპული საქართველო" ამის გარეშე, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ კრიზისის მოგვარებას და პარლამენტში შესვლას", - აცხადებს ბაქრაძე.

მისივე თქმით, დანარჩენ ორ საკითხზე შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს.

ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორ ელჩებთან ერთად, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system