თავში

ბაქრაძე: 31 ოქტომბერს არჩევანი არის სიბნელესა და სინათლეს შორის

ბაქრაძე: 31 ოქტომბერს არჩევანი არის სიბნელესა და სინათლეს შორის
ბაქრაძე: 31 ოქტომბერს არჩევანი არის სიბნელესა და სინათლეს შორის

,,ევროპულმა საქართველომ" დღეს რესპუბლიკის მოედანზე მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში არსებული კრიზისი და ჭაობი, რომელიც მოიტანა ივანიშვილის ხელისუფლებამ, აუცილებლად დასრულდება 31 ოქტომბერს გარდამტეხი ცვლილებებით.

საზოგადეობას და ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და ჩვენ „ევროპული საქართველო“ - ნომერი 2, ვართ ის გუნდი, რომელიც მოიტანს ამ ცვლილებებს. 31 ოქტომბერი არ არის რიგითი დღე, ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, როცა ადამიანებს აქვთ ფუფუნება აირჩიონ სხვადასხვა არჩევანს შორის, ეს არის გადამწყვეტი არჩევანის დღე, როდესაც წყდება არა პოლიტიკოსების ბედი, არამედ ხალხის ბედი. არჩევანი არის სიბნელესა და სინათლეს, განვითარებასა და უკუსვლას, გარდამტეხ ცვლილებებს და ჭაობს შორის“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system