თავში

ბაქრაძე: დღევანდელი ხმის მიცემით ჩვენ ვიგებთ ორ ამოცანას

ბაქრაძე: დღევანდელი ხმის მიცემით ჩვენ ვიგებთ ორ ამოცანას
ბაქრაძე: დღევანდელი ხმის მიცემით ჩვენ ვიგებთ ორ ამოცანას

"ევროპული საქართველო" დღეს, მონაწილეობას მიიღებს და მხარს დაუჭერს პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებებს,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქარაძემ განაცხადა.

დეპუტატის განმარტებით, ცვლილებებს ისინი მხარს პირველი მოსმენით დაუჭერენ და არა მეორე და მესამე მოსმენით, რადგან 8 მარტის შეთანხმება არ შესრულებულა.

" დღევანდელი ხმის მიცემით ჩვენ ვიგებთ ორ ამოცანას. პირველი, ჩვენ "ქართულ ოცნებას" საშუალებას არ მივცემთ გაიმეოროს ნოემბრის სცენარი, როდესაც ყველას ზურგს უკან, თითქოს რამდენიმე დეპუტატის წინააღმდეგობის გამო ჩავარდა პროპორცოული სისტემა.მეორე - პირველი მოსმენისას გატანით ჩვენ გარკვეულ პერიოდს მოვიგებთ,მინიმუმ რამდენიმე დღეს, რომლის განმავლობაშიც მუშაობას გავაგრძელებთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან,რომ ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გაათავისუფლოს გიორგი რურუა. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ერთის მხრივ "ქართულ ოცნებას" საშუალებას არ მისცემს კიდევ ერთხელ ჩააგდოს პროპორციული სისტემა და მეორეს მხრივ, გვიტოვებს იმის შანსს და პერსპექტივასს, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გათავისუფლდეს რურუა. ასე რომ პასუხისმგეობა ამის შემდეგ, მთლიანად ხელისუფლების მხარესაა ",- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system