თავში

ბაქრაძე: მხარს არ დავუჭერთ კანონპროექტს თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს რურუას

ბაქრაძე: მხარს არ დავუჭერთ კანონპროექტს თუ ხელისუფლება არ
ბაქრაძე: მხარს არ დავუჭერთ კანონპროექტს თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს რურუას

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მისი პარტია მე-2 და მე-3 მოსმენაზე მხარს არ დაუჭერს საკონსიტუციო ცვლილებებს თუ ხელისუფლება არ გაათვავისუფლებს გიორგი რურუას. 

ევროპული საქართველოს მხარდაჭერას და 20 ხმას დღეს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ დარბაზში სწორი კლიმატის შექმნის და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის. ამასთანავე, ჩვენი პოზიცია არის მკაფიო: ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ არ დავუჭერთ მხარს ამ კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენისას, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებას, არ გაათავისუფლებს გიორგი რურუას და ამით არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსნებთ, რომ 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების დროს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირება არ შესრულდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უმრავლესობის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.

პროტესტის ნიშნად უმრავლესობა დატოვა დეპუტატების ნაწილმა. კენჭისყრის შემდეგ, საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობა დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა, ირინე ფრუიძემ, მარიამ ჯაშმა და აკაკი ზოიძემ. ამის შემდეგ კი, საპარლამენტო უმრავლესობას ზვიად ძიძიგურის პარტია "კონსერვატორებიც" გამოეთიშა.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების ინიციატივით, მოლაპარაკებები დაიწყო, სადაც მმართველი გუნდი ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდასა და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირებას სთავაზობდა.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატების ორგანიზებული მოლაპარაკებები "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგიუგულავას დაკავების შემდეგ შეწყდა. თბილისის ყოფილ მერს უზენაესმა სასამართლომ 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

უგულავას დაკავების შემდეგ, ოპოზიციამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებდა და ისეთ საარჩევნო მექანიზმს არ დათანხმდებოდა, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემდა.

მოგვიანებით, შეწყვეტილი დიალოგი კვლავ დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით განახლდა. ამჯერად, ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა დიალოგი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე განაგრძო. საარჩევნო საკითხებზე პირველი არაფორმალური შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მორიგი რაუნდი მალე შედგებოდა. ამის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა გერმანიის ელჩის რეზიდენციაში შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ახლოს არიან შეთანხმებასთან. პოზიციების დაახლოებასა და მოსალოდნელ შეთანხმებაზე ისაუბრა ოპოზიციონერმა დავით უსუფაშვილმაც.

ოპოზიციის განცხადებით, ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფდა წარმომადგენლობის პროპორციულობას იყო 130/20-ზე, თუმცა ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე უმრავლესობასთან შეთანხმებაზე უარს ამბობდნენ.

"ქართულ ოცნებაში" 40%-იან ბარიერზე თანხმობა განაცხადეს, რადგან მათი თქმით, არჩევნებში 50%-ზე ნაკლების აღებას არ აპირებენ. მათ ოპოზიციას 110/40-ზე ფორმატი შესთავაზეს, თუმცა დაკავებულ ოპოზოციონერებს ისინი პოლიტპატიმრებად არ მიიჩნევდნენ. მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეთანხმება უახლოეს დღეებში უნდა შემდგარიყო, რადგან 9 მარტის შემდეგ, კანონის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებები ვეღარ მოესწრებოდა.

2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა . ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელსა და ერთპროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. აღნიშნულზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ხელი ორმხრივად მოეწერა.ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია მთავრობის ერთპარტიულ დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.

ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში განაცხადეს, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ, მმართველი გუნდი 8 მარტის დოკუმენტით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებდა, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში რჩებოდნენ.

"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებდნენ, რომ პატიმრების გათავისუფლება შეთანხმების საგანი არ ყოფილა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს მიმართა თხოვნით, ნათელი მოეფინათ შეთანხმების შინაარსისთვის იმის თაობაზე, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

აღნიშნულ მიმართვას აშშ-ის საელჩოსა და ფასილიტატორი ელჩების ერთობლივი განცხადება მოჰყვა, სადაც აღნიშნული იყო, რომ 8 მარტის შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ელჩები მოუწოდებდნენ მხარეებს, სრულად დაეცვათ შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელებულიყო.

ამავე პერიოდში, ევროპარლამენტის წევრმა, ევროპის სახალხო პარტია ქრისტიან დემოკრატებიდან, მიხაელ გალერმა განაცხადა, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებოდნენ, რაც მისივე მტკიცებით, აუცილებელია თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად ევროპარლამენტარის თქმით, ყველა მხარე ვალდებული იყო დაეცვა 8 მარტის შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება.

გარდა ამისა, განაცხადება გააკეთა სენატორმა ჯიმ რიშმა. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს 8 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების სრულად შესრულებისკენ მოუწოდა.

აღნიშნული განცხადებების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარიას თქმით მისთვის ძალიან მძიმეა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც პარლამენტის შტურმით აღებას ცდილობდა.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კი, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას სამწუხარო და არაპოპულარული ნაბიჯი უწოდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და თავად ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, თუმცა მისი თქმით, შეწყალების აქტის გამოცემით, პრეზიდენტმა ოპოზიცია პოლიტიკური იარაღისგან განაიარაღა და სათქმელი აღარ დაუტოვა.

ოზიციაში კი განაცხადეს, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებით 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ შესრულდა, რადგან პატიმრობაში რჩება "მთავარი არხის" მეწილე, გიორგი რურუა.

გიორგი რურუა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

4 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტისსაერთო სახალხო განხილვა, კორონავირუსის პანდემიის გამო, სატელევიზიო ფორმატში დაიწყო.

19 ივნისს კი, კონსტიტუციური პროექტის განხილვა პარლამენტში,საკომიტეტო ფორმატში შედგა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.ცვლილებების პროექტს ხმა კომიტეტის 11-მა წევრმა მისცა.

სხდომას საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები, ასევე დეპუტატი ეკა ბესელია ესწრებოდნენ. განხილვისას კომიტეტის წვრებმა აღნიშნეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს "ქართული ოცნების" 92 დეპუტატი უჭერს მხარს. მხარდაჭერა დაადასტურეს ასევე "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრებმა. მათი განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებას პლენარულ სხდომაზე ფრაქციის 7-ივე წევრი დაუჭერდა მხარს.

სხდომას არ დასწრებიან "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები. მათი განცხადებით, ვიდრე მმართველი გუნდი გიორგი რურუას პატიმრობიდან არ გაათავისუფლებს, ისინი არც განხილვებსა და არც კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

იმავე დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ფასილიტატორმა ელჩებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათ ყველა მხარეს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ და 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდეს.

ელჩების წერილს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადება მოჰყვა. თალაკვაძე ელჩების განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი 21 ივნისის კენჭისყრაზე საარჩევნო სისტემის ცვლილებას სრულად დაუჭედა მხარს.

ელჩების განცხადების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ თქვა, რომ ეს განცხადება მნიშვნელოვანია და გუნდში აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებდნენ. თუმცა, საბლოოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვეტილება არ შეცვალა.

სამაგიეროდ, გადაწყვეტილება შეცვალა "ევროპულმა საქართველომ" და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებდა და პროექტს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერდა მხარს. მათი განცხადებით, მეორე და მესამე მოსმენაზე ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ,თუ გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით პარლამნტმა 29 ივნისს უნდა უყაროს კენჭი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system