თავში

ბაქრაძე: ობიექტური მიზეზი, რომ საარჩევნო ცვლილების პროცესი ჩაიშალოს, არ არსებობს

ბაქრაძე: ობიექტური მიზეზი, რომ საარჩევნო ცვლილების პროცესი ჩაიშალოს, არ არსებობს
ბაქრაძე: ობიექტური მიზეზი, რომ საარჩევნო ცვლილების პროცესი ჩაიშალოს, არ არსებობს

ობიექტური მიზეზი იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემაში საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი ჩაიშალოს, არ არსებობს. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის პრობლემა არ არის.

"ქართულმა ოცნებამ ერთხელ უკვე დაარღვია დიდი ზარზეიმით მიცემული პირობა და ჩააგდო შემოდგომაზე პროპორციული არჩევნები. თუმცა, ამის შემდეგ ნახა შედეგი და ეს შედეგი იყო ზეწოლა შიგნით, ქართული საზოგადოების და უცხოეთში ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობრისგან. ამიტომ ტყუილის და დარღვევის ფასი „ქართულ ოცნებაში“ კარგად იციან. სწორედ ამ ფასმა აიძულა ხელისუფლება, რომ კიდევ ერთხელ წასულიყო მოლაპარაკებაზე და შეთანხმებულიყო უკვე ახალი მოდელი 120/30 და პოლიტპატიმრების გამოშვება და იმედი მაქვს, საღი აზრი ეყოფა ხელისუფლებას, რომ კიდევ ერთხელ არ გამოსცადოს ბედი და არ მოატყუოს ყველა როგორც ქვეყნის შინით, ასევე გარეთ რადგან მეორე ტყუილის ფასი იქნება კიდევ უფრო მძიმე.

ამიტომ, იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა საღი აზრიც და პასუხისმგებლობაც რომ პროცესი არ ჩაიშალოს. არანაირი შეზღუდვა დროსთან და პროცედურასთან დაკავშირებით არ არსებობს. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ საკონსტიტუციო ცვლლებებს. მითუმეტეს, არანაირი პრობლემა არაა საგანგებო პირობებში პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის. ასე რომ, არანაირი ობიექტური მიზეზი ჩაშლისთვის არ არსებობს და ველოდებით ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს",- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system