თავში

ბაქრაძე: წერილობით გადავეცით ჩვენი პოზიცია ელჩებს

ბაქრაძე: წერილობით გადავეცით ჩვენი პოზიცია ელჩებს
ბაქრაძე: წერილობით გადავეცით ჩვენი პოზიცია ელჩებს

"დეტალური წერილობითი სახით გადავეცით ჩვენი პოზიცია ელჩებს",- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, ასეთივე ოფიციალურ დოკუმენტირებულ პასუხს ელოდებიან "ქართული ოცნების" მხრიდან.

"დეტალური წერილობითი სახით გადავეცით ჩვენი პოზიცია ელჩებს. ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ, როგორც ფასილიტატორებმა ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ "ქართულ ოცნებას" და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ დოკუმენტირებულ პასუხს „ქართული ოცნებისგან“.

შეთავაზება შესაბამისობაშია იმ მოთხოვნებთან, რასაც აქამდე აყალიბებდა ოპოზიცია, არჩევნები ს საკითხიც მათ შორის. პოზიცია პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, ვინაიდან არაფერი ისეთი, რაც ამ გადაწყვეტილებას შეგვაცვლევინებდა "ქართული ოცნებისგან" არ მოგვისმენია", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system