თავში

ბანგლადეშის მთავრობას მოვთხოვოთ პასუხი? - სერგო ჩიხლაძე

ბანგლადეშის მთავრობას მოვთხოვოთ პასუხი? - სერგო ჩიხლაძე
ბანგლადეშის მთავრობას მოვთხოვოთ პასუხი? - სერგო ჩიხლაძე

ვაქცინის შემოტანის თარიღის გადაწევა მთავრობს მხრიდან დანაშაულებრივი გულგრილობაა - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, ჯანდაცვის ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, ეს ფაქტი ხელისუფლების არაკომპეტენტურობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. 

"თავიანთი მოადგილეები გამოუშვეს და სამარცხვინო ბრიფინგი ჩაატარეს. ფაქტობრივად აღიარებინეს, რომ რასაც "კოვაქსი" იწერება სიმართლეა, ოღონდ ჩვენი ბრალი არ არისო. ბოდიში, აბა ეს დოკუმენტაციები ვის უნდა მოემზადებინა, პირობები ვის უნდა დაეკმაყოფილებინა - საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს. ბანგლადეშის მთავრობას მოვთხოვოთ პასუხი? თუ როგორ არის ამათი საქმე? ეს არის თვალში ნაცრის შეყრა, სამარცხვინო დადასტურება კიდევ ერთხელ, როგორი უნიათოები და არაკომპეტენტურები არიან. არაკომპეტენტურობა კი არა, ეს არის დანაშაულებრივი გულგრილობაა", - განაცხადა სერგო ჩიხლაძე.

ცნობისთვის, დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ქართული მხარის მხრიდან "ფაიზერთან" მიმართებით შეფერხება არცერთი წუთით არ ყოფილა.

მისი თქმით, ვაქცინა ვერ შემოვიდა ქვეყანაში, რადგან შუალედური კომუნიკაციის დროს, ფაიზერის მხრიდან დამატებითი მოთხოვნები გაჩნდა პასუსისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან დაკავშირებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system