თავში

ბარამიძე: ვინც პარლამენტში შევა, იქნება "გაწიკწიკებული ქოცი"

ბარამიძე: ვინც პარლამენტში შევა, იქნება "გაწიკწიკებული ქოცი"
ბარამიძე: ვინც პარლამენტში შევა, იქნება გაწიკწიკებული ქოცი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციიდან, ვინც პარლამენტში შევა, ავტომატურად, ,,ქართული ოცნების" რიგებში ჩაიწერება. 

,,ვინც პარლამენტში შევა, რაღაც თითიდან გამოწოვილი საბაბით, იქნება "გაწიკწიკებული" ქოცი", - წერს გიორგი ბარამიძე ,,ფეისბუქის" გვერდზე.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორ ელჩებთან ერთად, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გუშინ, 8 დეკემბერს გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

დღეს პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system