თავში

ბარამიძემ ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა ლინკოლნის ციტატის გამოყენებისთვის - გოცირიძე

ბარამიძემ ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა ლინკოლნის ციტატის გამოყენებისთვის - გოცირიძე
ბარამიძემ ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა ლინკოლნის ციტატის გამოყენებისთვის - გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე თანაპარტიელის, გიორგი ბარამიძის კრიტიკას ეხმაურება.

გოცირიძის თქმით, ბოდიშის მოხდისკენ მოწოდება არასერიოზული განცხადებაა.

„გია ბარამიძემ ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა აბრაამ ლინკოლნის ციტატის გამოყენებისთვის მეც და სალომე სამადაშვილსაც. თურმე, ჩვენ აქტივისტებს ვუწოდეთ „ბრბო“. აბრაამ ლინკოლნის ციტატაში ნათქვამია, რომ „არ არსებობს დანაშაული, რომელიც ბრბოს განსჯის საგანი იყოს", სადაც ბრბო არის მასა.

200 წლის წინ კაცმა სამართლებრივი კუთხით გამოიყენა ტერმინი, რომელიც კოლექტივს ნიშნავს ინდივიდუალიზმის საწინააღმდეგოდ. გია ბარამიძემ ეს გაიგო პირდაპირი მნიშვნელობით თითქოს და ბრბოში იგულისხმებოდა არა ფილოსოფიური ბრბო, არამედ ხულიგნური დაჯგუფება. ~

წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს რომ ვუწოდო, ცხენი ან ვირი. ასე რომ ვუთხრა: „ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი!“- ცნობილი ამბავია, რომ ბურიდანის ვირი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ახლა პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაიგოს გია ბარამიძემ? ტროას ცხენი ხარ- მეთქი პარტიაში, რომ ვუწოდო?! ანუ შუღლს აგდებ მეთქი- პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე!", - განაცხადა რომან გოცირიძემ ,,პალიტრანიუსის ეთერში.

ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ თანაპარტიელებს, რომან გოცირიძესა და სალომე სამადაშვილს მოუწოდა ბოდიში მოუხადონ აქტივისტს, რომელმაც დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა.

შეგახსენებთ, 23 იანვარს, ბათუმის ბულვარში გამართულ საპროტესტო აქციაზე მისულ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მოძრაობა ,,ალტერნატივას" წევრმა ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა.

სამართალდამცველებმა აქტივისტი 24 იანვარს დააკავეს, მის მიმართ გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს.

ირაკლი ჩავლეიშვილზე თავდასხმისთვის დაკავებული ირაკლი ფანგანი პატიმრობიდან გათავისუფლდა, ვინაიდან ბრალდების მხარე მისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system