თავში

ბარემ გადაწყვიტა, ეს დღეს გაეკეთებინა - მდინარაძე ცქიტიშვილზე - VIDEO

ბარემ გადაწყვიტა, ეს დღეს გაეკეთებინა - მდინარაძე ცქიტიშვილზე
ბარემ გადაწყვიტა, ეს დღეს გაეკეთებინა - მდინარაძე ცქიტიშვილზე - VIDEO

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბოლო პერიოდში მას თანამდებობის დატოვების სურვილი ჰქონდა და გადაწყვეტილების მისაღებად არსებული ვითარება შეარჩია. 

მან მაია ცქიტიშვილს წლების მანძილზე, სხვადასხვა თანამდებობაზე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ვინაიდან დადგა დღის წესრიგში პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის მიერ ახალი შემადგენლობის წარდგენა, ქალბატონმა მაიამ თავად ბრძანა, მან ეს დროში დაამთხვია, რათა სხვა დროს აუხსნელი არ ყოფილიყო. მას ბოლო პერიოდის განმავლობაში ამისი სურვილი ჰქონდა, ბარემ გადაწყვიტა ეს დღეს გაეკეთებინა და ახალ მინისტრთა კაბინეტში მისი კანდიდატურა აღარ ყოფილიყო განხილული. რა თქმა უნდა მას მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან ის მრავალი წლის მანძილზე წარმატებით მოღვაწეობდა სხვადასხვა თანამდებობაზე" - განაცხადა მდინარაძემ. 

report.ge-ს კითხვაზე, რჩება თუ არა ის პარტიაში, მდინარაძე განამრტავს, რომ მაია ცქიტიშვილი გუნდის წევრი და მისი აქტიური მხარამჭერი იქნება. 

"მან თქვა, რომ გუნდის წევრი და აქტიური მხარდამჭერია. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის გაიზიარებს სულისკვეთებას და იდეალებს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს – დამოკიდებულება ადამიანისა და სამშობლოს მიმართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. მაია ცქიტიშვილს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მისი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system