თავში

ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევთ - ელისაშვილი

ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევთ - ელისაშვილი
ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევთ - ელისაშვილი

ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ჩემთან დაკავშირებით რასაც ლაპარაკობდნენ, ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევთ, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა განაცხადა

ალეკო ელისაშვილის თქმით, ნიკა მელიასთან ანგარიში აქვს გასასწორებელი და მას საჯაროდ შეხვდება.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის"  99%-ს პარლამენტში შესვლა სურს.

"სადღაც შევხვდებით მე და ნიკა მელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს შეხვედრა იქნება საჯარო. სად და რანაირად შევხვდები, ამას ყველა დაინახავთ. ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ. ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ჩემთან დაკავშირებით რასაც ლაპარაკობდა ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს. კაცს რომ ნაგვის ყუთი ჩამოამხეს თავზე ხომ გახსოვთ?! - რატომ შეხვედი აჭარის უზენაეს საბჭოშიო. ჩვენ სამი თვე რომ გვლანძღავდნენ, გვწყევლიდნენ და გვკრულავდნენ, პარლამენტში რატომ შეხვედითო და თვითონ არ შემოდიან? ნელ-ნელა რომ იპარებიან? ხომ არიან ღირსები ის ნაგვის ყუთები თავზე დავამხოთ. ღირსები არიან, ნამდვილად ღირსები არიან, იმიტომ რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი გაიბანძა. სხვას რაზეც ლანძღავდნენ, თვითონაც იგივეს აკეთებდნენ. ერთი სული აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ როდის შემოვლენ პარლამენტში, 99%-ს უნდა შემოსვლა, რამდენიმეა, ვისაც არ უნდა შემოსვლა. მე და ლევანს ვერ გაგვიბედეს, იმ წესიერ კაცს დაახურეს ნაგვის ყუთი თავზე. სანაგვისყუთე საქციელს თვითონ არ ჩადიან? ცოტა წინ ხომ უნდა გაიხედო?!“- განაცხადა ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system