თავში

"ბატონი ღარიბაშვილი თუ მთავრობის ადმინისტრაციაშია, ვერ გამოვა, თუ არ არის, ვერ შევა" - ნიკა მელია

"ბატონი ღარიბაშვილი თუ მთავრობის ადმინისტრაციაშია, ვერ გამოვა, თუ არ არის, ვერ შევა" - ნიკა მელია
ბატონი ღარიბაშვილი თუ მთავრობის ადმინისტრაციაშია, ვერ გამოვა, თუ არ არის, ვერ შევა - ნიკა მელია

"ბატონი ღარიბაშვილი თუ მთავრობის ადმინისტრაციაშია, ვერ გამოვა, თუ არ არის, ვერ შევა", – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა.

ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს თავისუფლების მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ ახლა ძალიან მშვიდად უნდა გადავინაცვლოთ ბიძინა ივანიშვილის ე.წ. კანცელარიასთან ინგოროყვასა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩით. ჩვენ არანაირი შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანს, რომ რამე პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა მივცეთ მათ, თითქოს აქციის მონაწილეებად გასაღებულებს. ჩვენი მიზანი და ამოცანა არ არის, რომ სადმე შევიჭრათ, არ ავუხდენთ ამ ოცნებას ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ბრძოლის ყიჟინა დედაქალაქის ქუჩებში იქნება, ვიდრე ხელისუფლება მიტაცებულ სახელმწიფოს უკან არ დაგვიბრუნებს. ახლა წრე უნდა დავარტყათ კანცელარიის შენობას, დავანახოთ მთელ მსოფლიოს და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვიდგებით აქ, ვიდრე სააკაშვილი არ იქნება უზრუნველყოფილი ნორმალური სამოქალაქო დაწესებულებით, არ იქნება გათავისუფლებული და ასევე, მიტაცებული არჩევნები არ იქნება დაბრუნებული. ვისაც ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ყველანი დარჩით. ახლა სახლებში ყოფნის დრო არ არის. ვინც ახლა გვიყურებთ, ხვალ დილიდან შემოგვიერთდით, კანცელარიის შენობასთან დიდი საპროტესტო აქცია გაგრძელდება. ბატონი ღარიბაშვილი თუ შიგნით არის, ვერ გამოვა, თუ არ არის, ვერ შევა. ამ ყველაფრის პარალელურად, აქცია გაიმართება იუსტიციის სამინისტროსთან. ის, ვისი ვალდებულებაცაა, რომ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც ახლა ჰყავთ. ასე აზვირთდება პროტესტი. ნერვების ომიც არის მოსაგები", – განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system