თავში

ბატონი გრიგოლი არავითარ შემთხვევაში არ უღალატებს ოპოზიციის ერთობას - ბურჯანაძე

ბატონი გრიგოლი არავითარ შემთხვევაში არ უღალატებს ერთობას - ბურჯანაძე
ბატონი გრიგოლი არავითარ შემთხვევაში არ უღალატებს ოპოზიციის ერთობას - ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება. 

ბურჯანაძის თქმით, გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციურ ერთობას არავითარ შემთხვევაში არ უღალატებს.

"ვართ ქუჩაში, ველოდებით ახალ არჩევნებს, როგორც კი ხელახალი არჩევნები ჩატარდება განახლებული კომისიით და სამართლიანი არჩევნებით, რა თქმა უნდა, დავემორჩილებით ხალხის ნებას. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბატონი გრიგოლი არავითარ შემთხვევაში არ უღალატებს ოპოზიციურ ერთობას, ის უბრალოდ, ჩემი აზრით, ცდილობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართოს ამ პროცესში. ყველა სიტყვას ბუნებრივია, მისი განცხადებისას, არ ვეთანხმები, მაგრამ საერთაშორისო კომპონენტის ჩართვა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა ცუდი არ არის,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამ წუთებში, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წევრები პარტიის ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან. სავარაუდოდ, განხილვის მთავარი თემა გრიგოლ ვაშაძის განცხადებაა. 

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და განაცხადა, რომ პროცესი სასწრაფოდ უნდა გადაიტანონ მოლაპარაკების მაგიდასთან და ქუჩა, საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system