თავში

ბატონო დიმიტრი, გთხოვთ... - ტიკარაძის წერილი ხუნდაძეს

ბატონო დიმიტრი, გთხოვთ... - ტიკარაძის წერილი ხუნდაძეს
ბატონო დიმიტრი, გთხოვთ... - ტიკარაძის წერილი ხუნდაძეს

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს წერილით მიმართავს. ეკატერინე ტიკარაძე კომიტეტის სხდომის გადადებას ითხოვს. მინისტრი მზად არის პარლამენტში მივიდეს თუმცა სხვა დროს. 

"პირადად მე და სამინისტროს მთელი გუნდი უაღრესად ვაფასებთ კომიტეტის ინტერესს და ჩართულობას ჯანდაცვის სექტორის ეპიდემიაზე მზაობის გაუმჯობესების კუთხით. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მე-40 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, არსებული და შემხვედრი გარემოებების გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის გადადების თაობაზე და გთხოვთ, საკომიტეტო მოსმენისთვის საორიენტაციო პერიოდად განიხილოთ ამა წლის ივნისის თვის ბოლო კვირა,"-ნათქვამია ტიკარაძის წერილში. 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ეკატერინე ტიკარაძე „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დაიბარეს და მას ხვალ ელოდებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system