თავში

ბათუ ქუთელია "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირს უარყოფს

ბათუ ქუთელია "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირს უარყოფს
ბათუ ქუთელია ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირს უარყოფს

„ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია უარყოფს, რომ რომელიმე პარტიის წევრია, ან მისი წარმომადგენელი რომელიმე მოლაპარაკებაში.

მე არ გახლავართ არცერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში,- წერს ბათუ ქუთელი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ის  რამდენიმე ამერიკულ კომპანიასთან მუშაობს, მათ შორის „ორიონ სტრატეჯისთან“. 

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ  ბრიფინგზე  განაცხადა, რომ ლობისტურ კომპანიასა და ,,ნაციონალურ მოძრაობას" შორის გაფორმებულ ბოლო კონტრაქტში, პარტიის წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია, რომელსაც დღეს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის სტატუსი აქვს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system