თავში

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია - საკრებულოსთან ვითარება დაძაბულია

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია - საკრებულოსთან ვითარება დაძაბულია
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია - საკრებულოსთან ვითარება დაძაბულია

ბათუმის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ამ წუთებში, საკრებულოში და მის გარეთ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს, ადგილზე შეკრებილია ოპოზიცია.

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებიც საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ცდილობდნენ.

მანამდე, სხდომა შეწყდა. მიზეზი გაურკვეველი ნივთიერებაა რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა ძირს დაასხა, რის შემდეგაც დარბაზში მძაფრი სუნი დადგა. ის პოლიციამ ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

სხდომა მოგვიანებით განახლდა და ბიუჯეტის პროექტიც დამტკიცდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system