თავში

ბათუმის საკრებულოს არჩეულმა წევრმა გახარიას პარტია დატოვა

ბათუმის საკრებულოს არჩეულმა წევრმა გახარიას პარტია დატოვა
ბათუმის საკრებულოს არჩეულმა წევრმა გახარიას პარტია დატოვა

პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრმა და ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დატოვა.

როგორც ირაკლი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს, ის საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

"ჩემთვის, ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია "ნაცმოძრაობასთან" ("ლელოს" ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ!

არა "ნაცებს", არა ბოროტებას! "ნაცმოძრაობა" ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!", - წერს თავდგირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ქართულ ოცნებას" საკრებულოში 16 წევრი ჰყავს, "ნაციონალურ მოძრაობას" "ლელოსთან" ერთად – 16. გახარიას პარტიას კი, საკრებულოში 3 წევრი ჰყავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system