თავში

ბათუმის პორტში 2 ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვიდა

ბათუმის პორტში 2 ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვიდა
ბათუმის პორტში 2 ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვიდა

ბათუმში აშშ-ს მეექვსე ფლოტის სამხედრო ხომალდები Mount Whitney და Porter შემოვიდა.

Mount Whitney საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკვე მეხუთედ, Porter კი მეორედ იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში ერთობლივი წვრთნებია დაგეგმილი. ხომალდის მეთაურისა და ადმირალის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია მტკიცე მხარდაჭერისა და პარტნიორობის. ვიზიტი ხაზს უსვამს NATO-ს მოკავშირეებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს.

ეკიპაჟის წევრებს ბათუმის ნავსადგურში საზეიმო დახვედრა მოუწყეს. ვიზიტის ფარგლებში ხვალ ერთ-ერთ ხომალდზე მედიატური მოეწყობა.

ხომალდები ბათუმის ნავსადგურს 10 ნოემბერს დატოვებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system