თავში

ბათუმის პროტესტის დაგმობას არ ვაპირებთ - თარხნიშვილი

ბათუმის პროტესტის დაგმობას არ ვაპირებთ - თარხნიშვილი
ბათუმის პროტესტის დაგმობას არ ვაპირებთ - თარხნიშვილი

გუშინდელი პროტესტი "ევროპული საქართველოს" პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება, მაგრამ არც დაგმობას ვაპირებ პირადად მე და არც პარტიას გამოუთქვამს რაიმე პოზიცია, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი ბათუმის ინციდენტს.

მისი თქმით, მშვიდობიანი პროტესტი არის ლეგიტიმური და ეს გემოვნების საკითხს წარმოადგენს. 

"დღევანდელ ვითარებაში მშვიდობიანი პროტესტი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. მშვიდობიანი პროტესტის ფორმა პოლიტიკური გემოვნების საგანია. გუშინდელი პროტესტი პირადად ჩემი, ლევან თარხნიშვილის გემოვნებაში არ ჯდება და ზოგადად, არ ჯდება "ევროპული საქართველოს" პოლიტიკურ გემოვნებაში, მაგრამ არც დაგმობას ვაპირებ პირადად მე და არც პარტიას გამოუთქვამს რაიმე პოზიცია. კიდევ ვიმეორებ, მშვიდობიანი პროტესტი არის ლეგიტიმური, ფორმა პოლიტიკური გემოვნების საგანია. ეს ფორმა ჩემთვის მიუღებელია ისევე, როგორც სახლში მივარდნები, ან სხვა მსგავსი ქმედებები", – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, ბათუმის ბულვარში გამართულ საპროტესტო აქციაზე მისულ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად თავზე ნაგავი დააყარეს და შეძახილებით "მონა", "მოღალატე" დაატოვებინეს ტერიტორია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system