თავში

ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს
ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

"თავისუფლება მიშას" და "არა გაყალბებულ არჩევნებს" - ამ მოთხოვნით, ბათუმში, აჭარის მთავრობასთან, ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიციის ლიდერები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ. 

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეგიონებსა და თბილისში აქციები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დააანონსეს.

ამასთან, ოპოზიცია მასშტაბური აქციის გამართვას 6 ნოემბერს, დედაქალაქში გეგმავს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 33-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system