თავში

ბათუმში ოპოზიციის აქცია გაიმართა

ბათუმში ოპოზიციის აქცია გაიმართა
ბათუმში ოპოზიციის აქცია გაიმართა

ბათუმში საქართველოს ოპოზიციის გაერთიანებული აქცია გაიმართა. მათ ბათუმის მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს დაუჭირეს მხარი. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკოსებმა და პარტიის მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებებიც არაერთხელ გააჟღერეს.. 

"განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ყველა პატრიოტის ღირსების საქმეა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იყოს პოლიტიკური პატიმარი...

მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობით უნდა ხდებოდეს ამ ქალაქის მართვა. ეს მთავარი იდეაა და ამოსავალი წერტილი, რასაც უნდა ემსახურებოდეს კოალიციური მერია და მრავალპარტიული უმრავლესობა საკრებულოში. მადლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებმაც შევძელით და მჭიდრო კოორდინაცია ვაჩვენეთ არჩევნების წინ. ბევრი ამ იდეას უტოპიურად მიიჩნევდა, მაგრამ ეს შედგა. ამ ერთობის მჭიდრო კოორდინაციის შედეგია, რომ დღეს ქართული ოცნება ბათუმში გადასულია ოპოზიციაში. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system