თავში

ბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს

ბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს
ბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს

ბათუში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვა მიმდინარეობს. 

განხილვას მმართველი გუნდის ლიდერები, დამოუკიდებელი დეპუტატები, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

"ჩვენ გავითვალისწინეთ საზოგადოების აზრი, გავითვალისწინეთ ჩვენი ახალგაზრდების მოთხოვნა, პოლიტიკურ პარტიებთან გამართული კონსულტაციები, ახლა ვცვლით უკვე პროპორციული არჩევნების თარიღს, ის 2024 წლის ნაცვლად 2020 წელს ჩატარდება, ეგრეთწოდებული ნულოვანი ბარიერით." განაცხადა თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა უკვე გაიმართა თბილისსა და გორში. 

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში, თუმცა "ოცნების" პროექტი არჩევნებში ბლოკების მონაწილეობას გამორიცხავს. გაერთანებული ოპოზიცია კი, ნულოვან ბარიერთან ერთად, ბლოკების მონაწილეობას ითხოვს, 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system