თავში

ბათუმში საკრებულოს სხდომა მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

ბათუმში საკრებულოს სხდომა მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს
ბათუმში საკრებულოს სხდომა მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

ბათუმის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დაპირისპირება საკრებულოში რამდენიმე ლოკაციაზეა. 

სამართალდამცავებმა ოპოზიციონერ დეპუტატებს ელგუჯა ბაგრატიონსა და ლევან ნათაძეს საკრებულოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ამასთან, დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გააძევეს არჩეული დეპუტატი რეზო ხარაზი.

სხდომის დარბაზის წინ პოლიციის ცოცხალი კორდონი დგას. ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს შიგნით არ უშვებდნენ, რასაც დაპირისპირება უკვე რამდენჯერმე მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system