თავში

ბესელია: ძალით ნუ აშინებენ ადამიანებს

ბესელია: ძალით ნუ აშინებენ ადამიანებს
ბესელია: ძალით ნუ აშინებენ ადამიანებს

"კანონპროექტი, რომელიც შემოიტანეს ხუნდაძემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა არის ანტიკონსტიტუციური. სწორედ ამიტომ დაიხიეს უკან და ჩაწერეს, რომ მხოლოდ 15 ივლისამდე იმოქმედებდა, ახლა წლის ბოლომდე ითხოვენ ამ არაკონსტიტუციური კანონის გაგრძელებას,"- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, არ შეიძლება საკანონმდებლო ორგანომ თავად გაუკეთოს ინიცირება კანონპროექტს, რომელიც პარლამენტს ასუსტებს.

" არ შეიძლება ამის გაკეთება ძალიან მარტივი მიზეზის გამო - მოქალაქეთა გადაადგილების, საკუთრების, შეკრების უფლებების შეზღუდვა არ შეიძლება პარლამენტის თანხმობის გარეშე. ეს პირდაპირ უკავშირდება არჩევნების პროცესს. არ შეიძლება პარლამენტმა თავად მისცეს ხმა და თავად გაუკეთოს ინიცირება კანონპროექტს, რომელიც პარლამენტს ასუსტებს და კონსტიტუციით რაც აკისრია, იმ უფლებას ართმევს. ეს ერთმნიშვნელოვანად უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს. არ არის კორონავირუსის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესებული და ძალით ნუ აშინებენ ადამიანებს, ეს არის სახელმწიფოსა და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება,"- განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების ამოქმედების უფლება 2020 წლის ბოლომდე შეიძლება გაუხანგრძლივდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system