თავში

ბესელია: კობახიძე სიის სათავეში? ეს ისეა ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ

ბესელია: კობახიძე სიის სათავეში? ეს ისეა ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ
ბესელია: კობახიძე სიის სათავეში? ეს ისეა ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ

"ობახიძე სიის სათავეში? - ეს ისეა ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ,"- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიას თქმით, თუ ამ მოდელით მიდის "ქართული ოცნება", რომ კობახიძის გარდა არავინ დარჩება, რომ სიის სათავეში ჰყავდეს, ეს ნიშნავს სრულ კაპიტულაციას არჩევნებში.

"სრულიად უცხო ადამიანების შემოსვლა პარლამენტში, რომლებიც პარლამენტში ეცნობიან ერთმანეთს, ეს არ არის ნორმალური ვითარება, როგორც წესი, პარტიული ლოგიკა ნიშნავს იმას, რომ პარტიიდან უნდა ხდებოდეს ადამიანების წინ წამოწევა, გარკვეულწილად მოტივაციაა ეს მათთვის და სხვებისთვისაც, რომ საპარლამენტო მუშაობისთვის მოამზადო. ამიტომ იყო 2016 წლის პარლამენტი მუდმივად ნაღმზე მოსიარულეა და სულ ფეთქდებოდა ეს ნაღმები, რადგან არ იყო ხედვა, როგორი უნდა ყოფილიყო საარჩევნო სია, ეს იყო დამყარებული იმაზე, ვის მეტი გავლენა ჰქონდა, რომ შემოეყვანა თავიანთი ახლობლები, მეგობრები, კურსელები და ა.შ. ამ კურსელებმა და მეგობრებმა ჩამოაყალიბეს გარკვეული დაჯგუფება, რომელიც მე ვფიქრობ, ძალიან დამაზიანებელი იყო პარლამენტისთვის. ამ ლოგიკას თუ გაყვება "ქართული ოცნება", მივიღებთ იგივე სურათს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მომავალი პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი, წარმომადგენლობითი და კოალიციური იქნება. იქნება თუ არა გახარია საარჩევნო სიაში, რთული სათქმელია, თუ ლოგიკას მივყვებით - არა, რადგან 20 ივნისის პოლიტიკური სიმძიმე ისეთია, რომ როგორც წესი, არ შეიძლება იყოს მმართველი პარტიის სათავეში პრემიერი, რომელიც იყო შს მინისტრი და მოხდა 20 ივნისი. მე მგონია, რომ ეს ისეთი პოლიტიკური ტვირთია, რომელიც როგორც წესი, ამ შესაძლებლობას გამორიცხავს,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system