თავში

ბესელია: კობახიძეს თმები ყალყზე უდგება ხოლმე, როცა სასამართლოში კლანს ვახსენებ

ბესელია: კობახიძეს თმები ყალყზე უდგება ხოლმე, როცა სასამართლოში კლანს ვახსენებ
ბესელია: კობახიძეს თმები ყალყზე უდგება ხოლმე, როცა სასამართლოში კლანს ვახსენებ

"კობახიძეს მართლაც პირდაპირი მნიშვნელობით თმები ყალყზე უდგება ხოლმე, როგორც კი სასამართლოში კლანს ვახსენებ,"- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ირაკლი კობახიძისთვის ძალიან მტკივნეული თემაა.

"ის არის ღია ლობისტი იმ კლანის, ერთი დამხმარე ბიჭუნა პარლამენტში. ჯერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან იყო მათი დამხმარე ბიჭუნა, ახლა როგორც პარლამენტის რიგითი წევრი, მაგრამ ალბათ, მათი კლანის საპატიო წევრიც გახდა ამდენი ამაგის შემდეგ. ეს კლანი ზუსტად განასახიერებს იმ ძალადობრივ სისტემას და რეჟიმს, როდესაც ამ მოსამართლეეების გარეშე უბრალოდ ვერ მოხდებოდა. იმ პერიოდში, როდესაც წინა რეჟიმის დროს ამ ძალადობრივ სისტემას ეს მოსამართლეები, მათ შორის ყველაზე დიდ პატრონაჟს უწევდნენ, კობახიძე და მის მიერ მოყვანილი პატარა, გამოუცდელი გოგო-ბიჭები, რომლებიც პარლამენტში შემოვიდნენ და ამ კლანის ღია ლობისტები გახდნენ, არცერთ თქვენგანს არ გახსოვთ მათი ამოღებული ხმა",- აცხადებს ბესელია და აღნიშნავს, რომ მისთვის კობახიძის განცხადებები ღიმილისმომგვრელია,"- განაცხადა ბესელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system