თავში

ბესელია: საჩხერესთან ასეთი პარალელების გავლება მომგებიანი არ იქნება "ოცნებისთვის"

ბესელია: საჩხერესთან ასეთი პარალელების გავლება მომგებიანი არ იქნება "ოცნებისთვის"
ბესელია: საჩხერესთან ასეთი პარალელების გავლება მომგებიანი არ იქნება ოცნებისთვის

"საჩხერესთან ასეთი პარალელების გავლება არ მგონია მომგებიანი იყოს "ქართული ოცნებისთვის",- ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის" დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადების საპასუხოდ გააკეთა. 

ბესელიას თქმით, რვა წლის თავზე წარსულზე საუბარი და ნოსტალგიები ხაზს უსვამს მმართველი გუნდის არასწორ პოლიტიკას.

"გამიჭირდება გამოვიცნო, რა იგულისხმა პრემიერმა. სავარაუდოდ, ეს იყო უფრო მინიშნება იმაზე, რომ კეთილმოწყობისა და სოციალური პირობების თვალსაზრისით უკეთესად გამოიყურება საჩხერე ვიდრე სხვა ქალაქები. არ მგონია რომ ეს იყო კარგი შედარება რაიმე თვალსაზრისით მთავრობის მეთაურისგან. როდესაც რვა წლის თავზე ჩვენ არ შეგვიძლია ვიამაყოთ სხვა ქალაქებით, სხვა რაიონებით, სხვა რეგიონებით, რომელიც სოციალური პრობლემების, მათ შორის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და ეკონომიკური სიძლიერის თვალსაზრისით, წინ წავიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ არის წარუმატებელი სამთავრობო პოლიტიკა. საჩხერესთან ასეთი პარალელების გავლება არ მგონია რომ იყოს მომგებიანი "ქართული ოცნებისთვის".

იყო პერიოდი, როდესაც საჩხერეში გაცილებით უფრო მეტად იყო სოციალური გარანტიები და გაცილებით უფრო უკეთესი პირობები იყო, მაგრამ ეს იყო რამდენიმე წლის წინ, და რვა წლის თავზე რომ არ გვაქვს სამოდელო ერთი კი არა ბევრი ქალაქი, ეს წარსულის ნოსტალგიები და შედარებები ხაზგასმას აკეთებს არასწორი მართვისა და შედეგის არ ქონაზე" -განაცხადა ეკა ბესელიამ

ცნობისთვის, მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის წარდგენისას განაცხადა, რომ საჩხერე ჩამოყალიბებულია მოდელად, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო მომავალში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system