თავში

ბევრ აბსურდულ, პანიკისშემცველ ბრიფინგს მოვისმენთ - ირაკლი ღარიბაშვილი

ბევრ აბსურდულ, პანიკისშემცველ ბრიფინგს მოვისმენთ - ირაკლი ღარიბაშვილი
ბევრ აბსურდულ, პანიკისშემცველ ბრიფინგს მოვისმენთ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ციხეში იმიტირებული ბუნტი იგეგმება. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დღეს თქვა, რომ ბუნტის შედეგად არეულობა და მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციაა დაგეგმილი. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადება აბსურდულია და მორიგი თეატრალიზებული დადგმის მცდელობა.

"ბევრ აბსურდულ, პანიკის შემცველ ბრიფინგს მოვისმენთ, მაგრამ მინდა მოსახლეობას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. მშვიდად მოვუსმინოთ მათ ამ სრულ ბოდვას. როგორ შეიძლება, რომ ხელისუფლება ასეთ საშინელ პროვოკაციას გეგმავდეს? ამით ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, თუ რაზე არიან წამსვლელი. ისინი ფიქრობენ, თუ რას გააკეთებდნენ თავად, ჩვენ ადგილას რომ ყოფილიყვნენ, და ეს არაერთხელ გაუკეთებიათ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system