თავში

ბევრი დრო არ გვაქვს, უნდა ვიმოქმედოთ - მიხეილ სააკაშვილის პირველი წერილი არჩევნების შემდეგ

ბევრი დრო არ გვაქვს, უნდა ვიმოქმედოთ - მიხეილ სააკაშვილის პირველი წერილი არჩევნების შემდეგ
ბევრი დრო არ გვაქვს, უნდა ვიმოქმედოთ - მიხეილ სააკაშვილის პირველი წერილი არჩევნების შემდეგ

საქართელოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირველ წერილს ავრცელებს, რომელიც მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გააცნო.

"მე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი. ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა ვიყოთ გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში. ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ, მაგრამ ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება, ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება. გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება - ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრინი.

რა უნდა ვთქნათ? - მხოლოდ ერთი - ვაზღვევინოთ ის ფასი, რასაც ახდევინებენ ხოლმე თავმოყვარე ერები არჩევნების გამყალბებლებს. წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე. ასე მოიქა ჩვენი მეზობელი სომხეთი, იქ ფაშინიანი ოთხი ივანიშვილის კალიბრის ოლოგარქს ებრძოდა, რომელის უკანაც იდგა რუსეთი და გაუყალბეს მასაც არჩევნები, მაგრამ სომეხმა ხალხმა მაინც გაიმარჯვა, ბევრი და კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, სანამ ბანდიტური რეჟიმი არ გატყდა და არ დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები. 

ზუსტად იგივე უნდა გაკეთდეს ჩვენთანაც. გამყალბებლები ბანდიტები უნდა წავიდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. იგივე უქნეს უკრაინელებმა იანკუკოვიჩს, როცა ის ბოლომდე რუსეთს მიემხრო. არადა იანუკოვიჩი მრავალგზის უფრო მდიდარი და თავზეხელაღებული იყო, ვიდრე ივანიშვილი. ბოლოს და ბოლოს ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ, ჩვენი თაობის დროს. ნუთუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას, რაშიც სხვები გვბაძავდნე და გამოუვიდათ კიდეც. ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, უნდა ვიმოქმედოთ ბევრგან და ბევრმა, უნდა მოვისმინოთ ლიდერების აზრიც და საკუთარ ხელშიც ავიღოთ ინიციატივა ადგილებზე. რა თქმა უნდა, უნდა ვასაჩივროთ კიდეც ყველაფერი, რადგან ასეთი კატასტროფული სადამკვირვებლო დასკვნები არ ყოფილა არსად, არც სომხეთში, არც ყირგიზეთში და არც საქართველოში ვარდების რევოლუციის დროს. 

მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმაცია ქუჩის პროტესტის და ძალადობისადმი წინააღმდეგობის.

ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინ ბატონ მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი. მთლიანად ვიზიარებ მის ამ პოზიციას და მთლიანად ვეთანხმები ნიკა მელიას გამოსვლას.

ერთ სული მაქვს, როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ამაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. ვერცერთი ციხის კარი ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას. ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებზე და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ ემსახურება დროის გაწელვას, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი, შიგნითაც და გარეთაც, ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე. 

ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება ყველა ჩემი თანამებრძოლი და უბრალოდ წესიერი ხალხისა და პატრიოტების მიმართ პარლამენტში, რომ მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და დატოვონ "ქართული ოცნება" თავის თავთან მარტო" - ამბობს სააკაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system