თავში

ბიძინა ივანიშვილი 20 ივნისის აქციაზე: განვიცდი, რომ დაზიანდნენ მოქალაქეები

ბიძინა ივანიშვილი 20 ივნისის აქციაზე: განვიცდი, რომ დაზიანდნენ მოქალაქეები
ბიძინა ივანიშვილი 20 ივნისის აქციაზე: განვიცდი, რომ დაზიანდნენ მოქალაქეები

ეს გუნდი თავის ბელადისთვის იღწვის,- ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან’ გააკეთა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ბელადი ცდილობს, როგორმე დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ამას უკავშირდება ის აქციებიც, რომელსაც "კმარა" და მსგავსი დაჯგუფებები აწყობენ.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, "ენმ-ს ბელადისგან განსხვავებით, ის დემოკრატია და არასდროს დიქტატორი არ ყოფილა“. მისივე თქმით, 0%-ია იმის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდეს. 

ბიძინა ივანიშვილი 20 ივნისის აქციასაც გამოეხმაურა. მისი თქმით,სამწუხაროა, რომ დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ქვეყანამ შეინარჩუნა სახელმწიფო ინსტიტუტები.

„20 ივნისს ორი მხარე აქვს, გასაგებია, რომ ამბოხის მსგავსი რაღაც იგეგმებოდა, სამწუხაროდ, დაზიანდნენ მოქალაქეები და ჩვენ ყველა განვიცდით ამას. მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტების შენარჩუნება მოხერხდა,“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system