თავში

ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი - თურნავა

ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი - თურნავა
ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი - თურნავა

ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი და იმავდროულად დიდი ქველმოქმედი, დღევანდელი მისი განცხადებით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რადგან მისი პოლიტიკაში მოსვლის და წასვლის პროცესიც იყო ერთგვარი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი ,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის სწრაფვა არ ყოფილა ძალაუფლების მოხვეჭა და ეს მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში იშვიათი პრეცედენტია. 

„პოლიტიკაში მოვიდა იმ დროს, როდესაც ქართულ საზოგადოებას სწყუროდა ცვლილებები, მან და „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ეს ცვლილებები, დიქტატორული რეჟიმი ჩამოაცილა ასე ვთქვათ მმართველობით სადავეებს. ამ წლების განმავლობაში დაამკვიდრა ახალი, მმართველობითი დემოკრატიული სტანდარტი, ჰუმანური სტანდარტი, რომელიც ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებაზე არის ორიენტირებული.

დღეს, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ, ქართველმა საზოგადოებამ მესამედ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნდობის მანდატი მიანიჭა ისევ „ქართულ ოცნებას“, ბატონი ბიძინა მიდის პოლიტიკიდან, ამით ადასტურებს, რომ მისი მთავარი სწრაფვა, ამოცანა ძალაუფლების მოხვეჭა კიარ იყო, არამედ ის, რომ შექმნა სტაბილური გარანტიები იმისა, რომ რევანში შეუძლებელია, საქართველოს საზოგადოება არის საკმაოდ მომწიფებული, რათა დემოკრატიული, სტაბილური, ევოლუციური განვითარების გზით იაროს და არ დაუჭიროს მხარი ამბოხს, პროვოკაციას, რევოლუციას და ა.შ. ეს არიას ძალიან დასაფასებელი და იშვიათი პრეცედენტია მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system