თავში

ბიძინა ივანიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება

ბიძინა ივანიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება
ბიძინა ივანიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება

"ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული", - ეს განცხადება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა. 

მან მადლობა გადაუხადა ქართულ საზოგადოებას მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისათვის. 

"პირველ რიგში, მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმეგბლობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს 31 ოქტომბერს და დღესაც. მოგეხსენებათ, კოვიდი ბობოქრობს და მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა ქართულმა საზოგადოებამ, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო.

ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული

მივიღეთ შედეგად 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. ამავდროულად, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system