თავში

"ბილაინმა" აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას - მიხეილ სააკაშვილი

"ბილაინმა" აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას - მიხეილ სააკაშვილი
ბილაინმა აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას - მიხეილ სააკაშვილი

რუსულმა კომპანიამ, „ბილაინმა“, თავისი ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე მტკიცებით, აღნიშნული კომპანია დღეს მთლიანად რუსული ეფესბეს მიერ კონტროლდება.

„რუსულმა კომპანიამ, „ბილაინმა“, თავისი ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას. ეს კომპანია, მთლიანად კონტროლდება რუსული ფეეზბეს მიერ დღესდღეობით. ადრე იქ იყო ქართული წილიც, მაგრამ ფეეზბეს მითითებით, ივანიშვილის დროს, ეს ქართული წილი მთლიანად გამოისყიდეს რუსების მიერ კონტროლირებადმა ბიზნესმენებმა მოსკოვიდან. ხომ საინტერესოა, ასეთი პირდაპირი მონაწილეობა ქართულ საარჩევნო კამპანიაში?“, – წერს სააკაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system