თავში

ბინძური შეთქმულების ავტორი და თანამონაწილე დაისჯება სამაგალითოდ - ღარიბაშვილი

ბინძური შეთქმულების ავტორი და თანამონაწილე დაისჯება სამაგალითოდ - ღარიბაშვილი
ბინძური შეთქმულების ავტორი და თანამონაწილე დაისჯება სამაგალითოდ - ღარიბაშვილი

ეს არის პირდაპირი შეთქმულება ეკლესიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ და უსუსური მცდელობა თითქოს, რაღაც გაუგებრობა მოხდეს მთავრობას და ეკლესიას შორის; დღეს, ისე როგორც არასდროს, არსებობს ძალიან ძლიერი და მტკიცე ერთობა მთავრობასა და ეკლესიას შორის და ეს ასე იქნება ყოველთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გორში, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვას, რომ შესაძლოა კვალი ხოჯევანიშვილამდე და გახარიამდე მიდიოდეს, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

„რაც შეეხება ვერსიებს, თქვენ ახსენეთ გვარები, მე აღარ მინდა გავიმეორო მოღალატეების გვარები, ერთს გეტყვით, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და პროკურატურა, რა თქმა უნდა, ყველა ვერსიას დაამუშავებს და არჩევნების შემდეგ, ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. ყველა მოღალატე და ყველა შეთქმულების, ბინძური შეთქმულების ავტორი და თანამონაწილე დაისჯება სამაგალითოდ“, - განაცხადა პრემიერმა.

ფაილები, რომელშიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაა გაშიფრული, გუშინ ინტერნეტსივრცეში, ერთ-ერთ პორტალზე გამოჩნდა, თუმცა დღეს აღარ იძებნება. ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო. ფაილებში წარმოდგენილია, სავარაუდო ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ფაქტთან დაკავშირებით პირველი განცხადება გაავრცელა სახელმქიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system