თავში

ვითარება პარლამენტთან - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია - PHOTO

ვითარება პარლამენტთან - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია - PHOTO
ვითარება პარლამენტთან - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია - PHOTO

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. ისინი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ.

ადგილზე იმყოფებიან მოძრაობა "სირცხვილიასა" და "გაბედეს" წევრებიც. დეპუტატები შედიან საკანონმდებლო ორგანოში და მათ აქციის მონაწილეები შეძახილებით აცილებენ.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, მათი მიზანია პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატებს.

ძალაში რჩება მოთხოვნა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19 კაციან სიას პარლამენტი იურიდიულ კომიტეტში დღეს უყრის კენჭს.

მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system