თავში

მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

,,მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შედარებით ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა, არ გვაქვს მოდუნების საფუძველი, ჩვენ ვალდებულები ვართ, შესაბამისად, მზად ვიყოთ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მოხუცებზე, ბავშვებზე და ერთმანეთზე. მთავრობის ყველა ორგანო, 24 საათის განმავლობაში გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე. ეს ეხება: ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლების, საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოს საზღვრებზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთელს მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID-19-ის პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა. ორგანიზაცია ქვეყნებს დაავადებასთან საგანგებო და აგრესიული ბრძოლისკენ მოუწოდებს. 

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49 პირი რჩება.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system