თავში

ბოიკოტი მოდაში შემოვიდა, მაშინ მეც წავალ ბოიკოტში და დავისვენებ - ლევან იოსელიანი

ბოიკოტი მოდაში შემოვიდა, მაშინ მეც წავალ ბოიკოტში და დავისვენებ - ლევან იოსელიანი
ბოიკოტი მოდაში შემოვიდა, მაშინ მეც წავალ ბოიკოტში და დავისვენებ - ლევან იოსელიანი

"ბოიკოტი მოდაში შემოვიდა, რაც არასწორია - მაშინ მეც წავალ ბოიკოტში და დავისვენებ", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

"ზოგადად, მედიასთან მიმართებაში და ისედაც, ბოიკოტი არ მიმაჩნია სწორად. ბოიკოტი მოდაში შემოვიდა, მათ შორის პარლამენტში. 

იქ პოლიტიკური პარტიები ახორციელებენ ბოიკოტს. ბიუროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" შემოიტანა განცხადება, რომ ივლისი-აგვისტო ბოიკოტში მიდის, რაც არასწორია. მაშინ მეც წავალ ბოიკოტში, დავისვენებ. შემდეგ სექტემბერში რატომ მთავრდება ეს ბოიკოტი?! 

ზოგადად, ბოიკოტი არის უკიდურესი ფორმა. როდესაც პარლამენტში ყველაფერი სცადე, ყველა რესურსის ამოწურე, ყველა ფორმატში მიიღე მონაწილეობა და ბოლოს თუ ვერაფერს გახდი, ეს უკვე, რეგლამენტის გათვალისწინებული უკიდურესი ფორმა. ჯერ ახლა შემოვიდნენ", - განაცხადა ლევან იოსელიანმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system