თავში

ბოიკოტს ვუჭერდი მხარს - გიორგი მარგველაშვილი

ბოიკოტს ვუჭერდი მხარს - გიორგი მარგველაშვილი
ბოიკოტს ვუჭერდი მხარს - გიორგი მარგველაშვილი

"ბოიკოტს ვუჭერდი მხარს და სიმართლე გითხრათ, ამ ბოიკოტში არაფერ ტრაგიკულს არ ვხედავდი. ეს იყო ძალიან მშვიდობიანი და ძალიან მრავლისმთქმელი, გასაგები პროტესტის ფორმა", - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "მთავართან" ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, ბოიკოტის ენით ოპოზიცია ამომრჩეველს ეაუბრებოდა და თავის პრინციპულობას უჩვენებდა, თუმცა, ექს-პრეზიდენტს უცნაურად ეჩვენება დასავლელი პარტნიორების დაჟინებული მოთხოვნა ბოიკოტის დასრულების შესახებ. 

"ამ ბოიკოტში არაფერი საშიშროების შემცველი და არაფერი აგრესიული არ იყო. ოპოზიცია ასე ესაუბრებოდა თავის ამომრჩეველს. ოპოზიციას ასე უნდოდა დაენახვებინა თავისი ამომრჩევლისთვის თავისი პრინციპულობა და მიუღებლობა. რატომ გახდა ნომერი პირველი საკითხი ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ ეს ბოიკოტი დამთავრებულიყო, არ ვიცი. რა ხდებოდა ამით?! ლარის კურსზე მოქმედებდა თუ ბენზინის ფასი ძვირდებოდა?

გაუგებარი იყო ასეთი ინტენსიური სურვილი, რომ დამთავრებულიყო ბოიკოტი. მაგრამ, ეს უკვე წარსულის საქმეა. ბოიკოტი დამთავრდა, პოლიტიკაში მნიშვნელობა არ აქვს, როცა რაღაც მოხდა - ის მოხდა. დღეს ოპოზიციის პარლამენტში შესვლით დაფიქსირდა ახალი პოლიტიკური მიზანი და ეს პოლიტიკური მიზანი არის ძალიან ნათელი: რეფერენდუმი ქართულ დემოკრატიაზე. დაიდო თამაშის პირობა და რეფერენდუმზე ეს 43% უნდა იყოს დაძლეული ოპოზიციის მიერ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system