თავში

ბოკერია: ივანიშვილთან არანაირი კოალიცია არ იქნება და ვერც სააკაშვილს ექნება ჩვენი მხარდაჭერა

ბოკერია: ივანიშვილთან არანაირი კოალიცია არ იქნება და ვერც სააკაშვილს ექნება ჩვენი მხარდაჭერა
ბოკერია: ივანიშვილთან არანაირი კოალიცია არ იქნება და ვერც სააკაშვილს ექნება ჩვენი მხარდაჭერა

ქვეყნის თავის ტკივილი არის ერთი მხრივ ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა უმძიმეს კრიზისში ჩააგდო და მეორე მხრივ, სააკაშვილი, რომელიც იყურება წარსულში ნოსტალგიით და საკუთარი ძალაუფლების ინტერესით მზად არის ყველაფერზე წავიდეს, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ევროპულ საქართველოს" ივანიშვილთან არანაირი კოალიცია არ ექნება და ვერც სააკაშვილს ექნება პარტიის მხარდაჭერა. 

,,ჩვენი პრობლემა არ არის აქ სხვა, ახალი პარტიები, რომლებიც ცდილობენ თავის დამკვიდრებას. ჩვენი პრობლემაა ერთი მხრივ ივანიშვილი, რომელიც უნდა შეიცვალოს და მეორე მხრივ, ბატონი სააკაშვილი, რომელიც საკუთარი ძალაუფლების ინეტერესით მზად არის ყველაფერზე წავიდეს, მათ შორის ივანიშვილის პროპაგანდას შეუწყოს ხელი იმის 30-ჯერ თქმით, რომ ჩამოვა, მერე არ ჩამოსვლით და უიმედობის დანერგვით ოპოზიციურ ამომრჩეველში, რაც ბევრჯერ გააკეთა და ასევე, მაჟორიტარულ არჩევნებში შეთანხმების ჩაშლით. ეს მიმაჩნია მე პრობლემად. ახლა იქნება არჩევნები და გამოჩნდება, ვის რა მხარდაჭერა აქვს. „ევროპულ საქართველოს“ ექნება ისეთი მხარდაჭერა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ეს გარდამტეხი ცვლილებების გეგმა განვახორციელოთ.“ - განაცხადა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system