თავში

ბოკერია: 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტულად არაფერი თქმულა

ბოკერია: 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტულად არაფერი თქმულა
ბოკერია: 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტულად არაფერი თქმულა

"20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტულად არაფერი თქმულა და რაც არ თქმულა, ის არ შეიძლება უკანონო იყოს,"- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერია აცხადებს, 20 ივნისი იქცა სიმბოლოდ, პოლიტიკური უტიფრობის.

"20 ივნისი იქცა სიმბოლოდ, მთავრობის, პოლიტიკური უტიფრობის, ზიანის მოტანისა და ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა საკუთარი ძალაუფლების დაყენების, მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოების ძალიან მყარი პოზიციის, რომ არავის არ დავუთმობთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. 

ვოლსკი არ წყვეტს, რა ფორმით აღნიშნავს ქართული საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ჯგუფები ამ დღეს, ამ გამარჯვებას ჩვენი გარე მტრის პროპაგანდაზე. ჯერ კონკრეტულად არაფერი არ თქმულა აქციაზე და რაც არ თქმულა, ის როგორ შეიძლება უკანონო იყოს. ჯერ არც ოპოზიციურ პარტიებს და არც არავის არ უთქვამს, რა ფორმით გამოხატავენ თავის მშვიდობიან პოზიციას ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით", – განაცხადა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system