თავში

ბოკერია: ამ ყველაფერზე მთავრობის მხრიდან თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის, უტიფრობაა

ბოკერია: ამ ყველაფერზე მთავრობის მხრიდან თქმა, რომ ყველაფერი
ბოკერია: ამ ყველაფერზე მთავრობის მხრიდან თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის, უტიფრობაა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას და საქართველოს მთავრობის განცხადება ეხმაურება. 

"ევროპული საქართველოს" ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ასეთი მძიმე შეფასება ქვეყანაში განვითარების თვალსაზრისით ევროპარლამენტის მხრიდან მას არ ახსენდება.

„ჩემთვის როგორც მოქალაქისათვის, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ეს რეზოლუცია ნიშანდობლივია იმით, რომ მე ამ ტიპის მძიმე შეფასება ვითარების, ჯამურად ქვეყანაში, ტენდენციის თვალსაზრისით და ქვეყნის განვითარების  თვალსაზრისით, არ მახსენდება საერთოდ. ყველა საკვანძო საკითხში და ყველა იმ გამოწვევასთან დაკავშირებით, რაც შექმნილია ივანიშვილის ხელისუფლების მიერ, ან არ გამოსწორებულა ჩვენი ხელისუფლების შემდეგ, რაც უკავშირედება არჩევნეზე მოსყიდვას, ზეწოლას, დაშინებასა და ადმინიდტრაციული რესურსის გამოყენებას, ასევე 8 მარტის შეთანხმებას, მარლთმსაჯულებას და პროპაგანდას, კრიტიკულადაა განხილული. ამ ყველაფერზე მთავრობის მხრიდან თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის, არის ისეთივე უტიფრობა, რასაც ამბობენ ეკონომიკურ ვითარებაზე. ეს არის მათი აბსურდული ტყუილების ნიაღვარი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ისინი ამბობენ რომ ყველაფერი არის კარგად. ამ ყველაფერზე ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ არჩევნებზე, რადგან ასე გაგრძელება, მოსახლეობის ასე უტიფრად მოტყუება მაგონებს ჩრდილოეთ კორეის მაგალითს, თუ როგორ ატყუებენ თავის მოსახლეობას.ივანიშვილს ამ მეთოდებით სურს მართვა პროპაგანდის და ამაზე ის პასუხს მიიღებს არჩევნებზე, დიდი და გარდამტეხი ცვლილებებით,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system