თავში

ბოკერია: ჭაკუა არ წარმოადგენდა პოლიტიკურ ფიგურას

ბოკერია: ჭაკუა არ წარმოადგენდა პოლიტიკურ ფიგურას
ბოკერია: ჭაკუა არ წარმოადგენდა პოლიტიკურ ფიგურას

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით გერმანიიდან ექსტრადირებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით ჭაკუას პირადად არ იცნობს.

ბოკერიას თქმით, ჭაკუა არ წარმოადგენდა პოლიტიკურ ფიგურას.

„ჩვენი, ჩემი და ყველა პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებლობა იყო, რომ ამ სისტემაში შესაძლებელი იყო ადამიანის უფლებების ასეთი დარღვევები“, – განაცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, გერმანიიდან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადიცია დღეს განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system