თავში

ბოკერია: ოპოზიციის პოზიცია უცვლელია

ბოკერია: ოპოზიციის პოზიცია უცვლელია
ბოკერია: ოპოზიციის პოზიცია უცვლელია

არანაირი სიახლე არ გვაქვს მესამე რაუნდთან დაკავშირებით და ოპოზიციური პარტიების პოზიციაც უცვლელია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ახალი არჩევნების ჩატარება ნორმალურ გარემოში უნდა მოხდეს და ამისათვის ქვეყანაში არსებითი ცვლილებებია საჭირო. 

"არანაირი სიახლე არ გვაქვს არც მესამე რაუნდთან დაკავშირებით და ოპოზიციური პარტიების პოზიციაც უცვლელია. ახალი არჩევნების "ქოლგის" ქვეშ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წინადადება, რადგან ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ნორმალურად და ამ ნორმალურად ჩატარებას სჭირდება არსებითი ცვლილებები", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ოპოზიცია "ლელოს" ოფისში მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს და მოლაპარაკებები მესამე რაუნდის დაწყებამდე, სამომავლო მოქმედების გეგმებს განიხილავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system