თავში

ბოკერია: პარლამენტში არშესვლის ალტერნატივა ქვეყნისთვის ბევრად უარესია

ბოკერია: პარლამენტში არშესვლის ალტერნატივა ქვეყნისთვის ბევრად უარესია
ბოკერია: პარლამენტში არშესვლის ალტერნატივა ქვეყნისთვის ბევრად უარესია

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში არშესვლით ჩვენ ცუდი ნაბიჯის გადადგმა გვიწევს, რადგან მისი ალტერნატივა ქვეყნისთვის ბევრად უარესია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, არსებული ვითარება ვერ იქნება შენარჩუნებული, როგორც ნორმალური, ვიდრე 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები არ გაუქმდება. 

"არანაირ უპირატესობას იმისა, რომ რაღაც საბოლოო თარიღები ვუთხრათ ივანიშვილის რეჟიმს, მათ შორის ამ ფსიქოლოგიურ დაპირისპირებაში, არ მივანიჭებ. უახლოესი გეგმა არის ის, რომ შაბათს გაიმართება აქცია, შემდეგ გვაქვს ცოცხალი ჯაჭვის გაკეთების იდეა. იცით, რომ მოდის რამდენიმე თარიღი, მათ შორის ერთ-ერთი საკვანძო თარიღია 21 ნოემბერი, როცა უნდა გაიმართოს ფიქტიური მეორე ტური. პირველ რიგში, "ევროპული საქართველოს" და პოლიტიკური სპექტრის პრინციპული პოზიციაა, რომ ამ ვითარებაში ჩვენ გვიწევს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა, რომ მისი ალტერნატივა ბევრად უარესი  და ქვეყნისთვის საზიანოა. ამიტომ, ეს ფიქტიური მეორე ტური, რაც შეიძლება მეტი მოქალაქის მხრიდან გაპროტესტდება. ამის შემდეგ სამოქალაქო პროცესი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება. ეს ვითარება ვერ იქნება შენარჩუნებული, როგორც ნორმალური, ვიდრე არ გაუქმდება არჩევნების ეს შედეგები", - განაცხადა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system